20 სექტემბერი - 22 ოქტომბერი, 2017

ედუარდ კურტისი &
ჩრდილოეთ ამერიკელი ინდიელები:

დედა-მიწა

22/09 - 22/10, 2017

ედუარდ შერიფ კურტისმა ჯერ კიდევ 100 წლის წინ აღმოაჩინა ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის – იმ დროისთვის „გადაშენების გზაზე მდგომ რასად“ მიჩნეული ხალხების – ყოფისა და კულტურის სიმდიდრე და მრავალფეროვნება. თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენა მოგვითხრობს, რომ ამერიკელ ინდიელთა ჩვენთვის კარგად ნაცნობ სტერეოტიპულ სახეებთან – მომთაბარე, ბუმბულის თავსაბურავიან ბელადებთან და სხვადასხვა ცხოველის ნიღბიან სპირიტუალისტებთან ერთად, ჩრდილოეთ ამერიკა არანაკლებ საინტერესო და თვითმყოფადი კულტურის მქონე ხალხების, მათ შორის ჰოპის ტომის ინდიელების სამშობლოცაა. მათ ყველას საერთო ფესვები, სამშობლო და ფილოსოფია აერთიანებს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის
თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)

გახსნა: 22 სექტემბერი, 18:00 საათი

ხანგრძლივობა: 22 სექტემბერი - 22 ოქტომბერი, 2017

ბილეთის ფასი: 5

სიონის ქუჩა 8, 0105 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები: 10:00 - 18:00

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა


გამოფენის ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვისაა განკუთვნილი:

  1. სკოლამდელი ასაკის ბავშვები: (4-6 წელი)

    პროგრამაში მონაწილე ბავშვებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ გამოფენა. გიდი-პედაგოგი მათ გააცნობს ამერიკელ ინდიელ ტომთა ისტორიას. დათვალიერების შემდგომ ბავშვები გააფერადებენ გრაფიკულ გამოსახულებებს და ჩაებმებიან სხვადასხვა შემეცმებით აქტივობაში.

  2. 6-9 წლის მოსწავლეები:

    პროგრამაში მონაწილე ბავშვებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ გამოფენა. გიდი-პედაგოგი მათ გააცნობს ამერიკელ ინდიელ ტომთა ისტორიას, გეოგრაფიულ გარემოს, მათი ცხოვრების ამსახველ წეს-ჩვეულებებსა და რიტუალებს. დათვალიერების შემდგომ ბავშვები ჩაერთვებიან სხვადასხვა შემეცნებით-გასართობ აქტივობაში (ამერიკელი ინდიელების ტრადიციული აქსესუარების დამზადება და სხვა).

  3. ჰოპის ტომის კერამიკა 9-12 წლის ბავშვებისთვის:

    პროგრამა გათვალისწინებულია 9-12 წლის მოსწავლეებისათვის. პროგრამაში მონაწილე ბავშვები მოისმენენ ზოგად ისტორიას ამერიკელი ინდიელების შესახებ, გაეცნობიან ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთ-დასავლეთის ხალხების, მათ შორის, ჰოპის ტომის მეთუნეობის ტრადიციებს. დათვალიერების შემდგომ ბავშვებს საშუალება ეძლევათ ჰოპის ტომის დიდი ქოთნების მოხატულობის მაგალითზე თავადვე მოხატონ თიხის ქოთნები.

  4. საგანმანათლებლო პროგრამა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სტუდენტებისათვის *

    GAU-ს სტუდენტებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ფოტოგამოფენა კურატორის თანხლებით დაათვალიერონ**. ტურის მეორე ნაწილში გაიმართება ედუარდ კურტისზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის "სააშკარაოზე გამოტანა" ჩვენება.

    GAU-ს სტუდენტებისათვის გამოფენის დათვალიერება უფასოა. აუცილებელია GAU-ს სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა.

    ჯგუფში სტუდენტების მაქსიმალური რაოდენობა: 20

  5. ჩრდილოეთ ამერიკელ ინდიელთა ისტორიითა და ტრადიციებით დაინტერესებული აუდიტორიისათვის დაგეგმილია ანთროპოლოგიის დოქტორის მერაბ მიქელაძის ლექცია ამერიკელი ინდიელების რწმენა-წარმოდგენების შესახებ. (დასწრება თავისუფალია.)


საბავშვო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის ღირებულება:

  • ჯგუფური აქტივობა - 45 ლარი (ნაწილდება მთელ ჯგუფზე, მონაწილეთა მინიმალური რაოდენობა - 8 ბავშვი);

  • ინდივიდუალური ან უფრო მცირე ჯგუფებისათვის აქტივობის დასაგეგმად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

  • ინდივიდუალური ან უფრო მცირე ჯგუფებისათვის აქტივობის დასაგეგმად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ნომერზე: + 995 322 92 32 27

ტრადიცია

20/09 - 20/10, 2017

ედუარდ კურტისის უმთავრესი მიზანი იყო მომავალი თაობებისთვის შემოენახა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ყოფა და ტრადიციები, თუნდაც რეალობის გაყალბების ფასად. მისი ბევრი ფოტო დადგმულია, რადგან ფოტოგრაფს უნდოდა, ეჩვენებინა ავთენტური გარემო გარესამყაროს კვალის გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის უკვე დაკარგული იყო. მიუხედავად ამისა, მისი ნამუშევრები ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაძლევენ ადგილობრივი ხალხების კულტურის შესახებ.

აბრეშუმის მუზეუმში წარმოდგენილი გამოფენაც ამის წარმოჩენას ემსახურება. მუზეუმის კოლექციებიდან აგრეთვე გამოფენილია კონსტანტინე ზანისის ფოტოები და მათი შეპირისპირება კურტისის ნამუშევრებთან მიზნად ისახავს, წარმოაჩინოს დედამიწის ამ ორ უშორეს წერტილში მცხოვრები ხალხების — კავკასიელებისა და ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის სრულებით აუხსნელი მსგავსება.

აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი

გახსნა: 20 სექტემბერი, 18:00 საათი

ხანგრძლივობა: 20 სექტემბერი - 20 ოქტომბერი, 2017

ბილეთის ფასი: 5

ცაბაძის ქუჩა 6, 0112 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები: 11:00 – 18:00

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა


გამოფენის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები:

  1. ფოტოკონკურსი #გააცოცხლეფოტო: დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ გააცოცხლონ გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტოები შესაბამისი რეკვიზიტების დახმარებით და გადაიღონ ფოტოები. 4 საუკეთესო ფოტოს ავტორი დაჯილდოვდება გამოფენის ამსახველი ღია ბარათების კრებულით და დაესწრება კურატორის ექსკლუზიურ ტურს.

    კონკურსის წესები: ერთ პირს მხოლოდ 4 ფოტოს გამოგზავნა შეუძლია. კონკურსანტებს ეძლევათ თავისუფლება გადაიღონ ფოტო ნებისმიერი ინტერპრეტაციით.

    გამოქვეყნების წესი: მონაწილეებმა უნდა გადაიღონ ფოტო და ატვირთონ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე. პოსტი უნდა იყოს საჯარო და ახლდეს #გააცოცხლეფოტო #curtisingeorgia

    ფოტოკონკურსის ვადები: ფოტოების ატვირთვა - 20 სექტემბერი, 18:00 – 18 ოქტომბერი; გამარჯვებულების გამოვლენა - 19 ოქტომბერი 12:00.

  2. ამბროტიპიის მასტერკლასი

    24 სექტემბერს, 13 საათზე ფოტოგრაფი მიხეილ ჩხიკვაძე ჩაატარებს მასტერკლასს ფოტოგრაფიის სველი კოლოდიური პროცესის - ამბროტიპიის შესახებ. წარმოდგენილი იქნება XIX საუკუნის შუა წლებში გამოგონილი ფოტოგრაფირების ერთ-ერთი ძველი მეთოდი. მასტეკლასის დროს მსურველებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ფოტოაპარატის მუშაობის პრინციპებს და ჯგუფურად ადევნონ თვალი აღნიშნული პროცესის სრულ ციკლს, რომლის ხანგრძლივობაც 30 წუთია.

    მასტერკლასის ღირებულება: 5 ლარი

  3. სასკოლო საგანმანათლებლო პროგრამა "ჰოპი ზუნი ნავაჰო აპსაროკე"

    გამოფენის ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში მომზადდა სასკოლო საგანმანათლებო პროგრამა "ჰონიჰოკე".

    პროგრამის თეორიულ ნაწილში მოსწავლეები გაეცნობიან ინდიელი ტომების ყოფა-ცხოვრებასა და ტრადიციებს. პრაქტიკულ ნაწილში კი საკუთარი ხელით დაამზადებენ ინდიელების ტრადიციულ ატრიბუტს - სიზმრების მჭერს.

    პროგრამის ღირებულება: ერთი ბავშვი - 5 ლარი.

    მონაწილეთა ასაკი: 9-15 წელი.

    მონაწილეთა რაოდენობა: 5-25 ბავშვი

    პროგრამაში მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი ჩაწერა.

    ტელ. +995 598 26 06 86; +995 322 34 09 63

რიტუალი

21/09 - 21/10, 2017

"ისევე როგორც სამყარო ვერ იარსებებს უმზეოდ, ამერიკის აბორიგენი მოსახლე ვერ იცოცხლებს სულიერების გარეშე"… 30 წელზე მეტი მოანდომა ამერიკელმა ფოტოგრაფმა ედუარდ შერიფ კურტისმა ამერიკელი ინდიელების სულიერი ცხოვრების, რიტუალებისა და ცერემონიების ფოტოფირზე აღბეჭდვას. ხელოვნების სასახლეში წარმოდგენილი გამოფენით შენ შეძლებ იმოგზაურო პრერიებს მიღმა, მეწამული მზისგან გადამწვარ ტრამალებს შორის… შეძლებ აღმოაჩინო ამერიკის პირველი მოსახლეების სარიტუალო ტრადიციები, რომლებიც ერთდროულად აღტაცებას, აღფრთოვანებას, შიშსა და რიდს იწვევს და ნახო თუ როგორ შეიძლება იზეიმო სიკვდილი, როგორც ახალი გზისა და ცაში ღრუბლებს ზემოთ ფრენის დასაწყისი.

საქართველოს ხელოვნების სასახლე

გახსნა: 21 სექტემბერი, 18:00 საათი

ხანგრძლივობა: 21 სექტემბერი - 21 ოქტომბერი, 2017

ბილეთის ფასი: 2

კარგარეთელის ქუჩა 6, 0164 თბილისი, საქართველო

სამუშაო საათები: 11:00 – 17:00

მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა

მუზეუმების რუკა

ნახეთ გამოფენების მისამართები